როგორც საინფორმაციო სააგენტო Ipress-ი იუწყება, დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი აცხადებს, რომ ის ტორტი, რომელიც გუშინ, „რუსთავი 2"-მა გადაცემა „P.S"-ში აჩვენა, მერიის ბიუჯეტთან დაკავშირებით მომზადებულ სიუჟეტში, გიგი უგულავას მერობის დროს გაიჭრა ამხანაგობის ერთ-ერთ შეხვედრაზე და ეს მოხდა 2008 წელს.
გამგებელი ტელეკომპანიისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს.