logo_geo
გიორგი მარგველაშვილი: ცხრა კანონს დავადე ვეტო და ცხრავეს მოვაწერე ხელი, გითხრათ რატომ?
- +

6 აგვისტო. 2017. 22:17


 

საქართველოს პრეზიდენტმა „ქრონიკის" ეთერში სტუმრობისას მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა, ერთ-ერთი საკითხი კი მისი მხრიდან დადებული ვეტოები იყო. ჟურნალისტი დაინტერესდა, რატომ აწერდა ხელს პრეზიდენტი იმ კანონს, რომელსაც ვეტოს ადებდა, რაზეც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ვეტოს დადებით მან პარლამენტარებს გაუზიარა ხედვა კონკრეტულ კანონპროექტთან მიმართებაში, თუმცა უკვე ვეტოდაძლეულ კანონპროექტს ხელი მოაწერა იმიტომ, რომ პროცესი არ შეეფერხებინა.

 

„ცხრა კანონს დავადე ვეტო და ცხრავეს მოვაწერე ხელი, და რატომ გითხრათ? იმიტომ რომ ერთ-ერთი ფუნქცია, რომელიც მე მაქვს... ვეტო რა არის? ვეტო პოლიტიკური პოზიციაა ხომ? მე ვეტოს დადებით, პატივცემულ დეპუტატებს გავუზიარე ჩემი მოსაზრება იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს კანონი. მაგრამ როდესაც მათ დაძლიეს ვეტო, მე მივიჩნიე, რომ დღეს კანონი უკვე ასეთია.

 

იყო გარკვეული პუნქტები... რომელთა გამო მე რომ ხელი არ მომეწერა გარკვეული პროცედურები ფერხდებოდა, შესაბამისად ეს იქნებოდა ჟესტი, შესაძლოა პოლიტიკურად მომგებიანი, მაგრამ ჩემი მხრიდან, როდესაც ვეტო უკვე დაძლეული იყო, მოვაწერე ხელი იმისთვის, რომ პროცესი არ შემეფერხებინა. ახლა იცი რა მითხარით? რა სხვა ვარიანტი არსებობს იმის ახსნისათვის თუ რატომ მოვაწერე ხელი?", - განაცხადა პრეზიდენტმა.









 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი