logo_geo
ლინას ლინკევიჩუსი: სამწუხაროდ, გაკვეთილი გამოტანილი არ იყო...
- +

8 აგვისტო. 2017. 13:10



ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი რუსეთ-საქართველოს ომის მეცხრე წლისთავს „ტვიტერის" პირად გვერდზე ეხმაურება.


„ცხრა წელი გავიდა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წინასწარ დაგეგმილი ომის შემდეგ. სამწუხაროდ, გაკვეთილი გამოტანილი არ იყო", - დაწერა ლინას ლინკევიჩუსმა.


2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 9 წელი შესრულდა. საქართველოში რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 14 პოლიციელი, ხოლო 1 747 დაიჭრა. სახლები დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე. რაც შეეხება ომში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს, თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სულ დაღუპულად 169 სამხედრო მიიჩნევა, აქედან ხუთი უგზო-უკვლოდ დაკარგულია, თუმცა კანონის გათვალისწინებით, ვინაიდან ორი წლის განმავლობაში ვერ აღმოაჩინეს ვერც ცხედარი, არც რაიმე მინიშნება მათი სიცოცხლის შესახებ, მათ გარდაცვლილის სტატუსი მიენიჭათ.








 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი