logo_geo
გიორგი კვირიკაშვილი: მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მეხანძრეებს და მაშველებს ძალიან ოპერატიული მუშაობისთვის
- +

9 აგვისტო. 2017. 11:19


„განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, ჩვენს მეხანძრეებს და მაშველებს ძალიან ოპერატიული მუშაობისთვის", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთაწმინდის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის  შესახებ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს.


„მათ მთაწმინდის რაიონში საკმაოდ რთულ რელიეფზე, უმოკლეს დროში მოახდინეს ხანძრის ლოკალიზება და შემდეგ, დარჩენილი კერების სრულად  ლიკვიდირება. ამით მათ საფრთხე აარიდეს მოსახლეობას.

 

ამასთან, მთელი ღამის განმავლობაში ჩვენი შესაბამისი სამსახურები მობილიზებულნი იყვნენ შემთხვევის ადგილზე და ატარებდნენ პრევენციულ სამუშაოებს. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

 

კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, უზრუნველყო ხანძრის ლიკვიდირება და მოსახლეობისთვის საფრთხის არიდება", - ნათქვამია პრემიერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


 

big_banner
არქივი