logo_geo
არჩილ თალაკვაძე: კახა კალაძეს შეუძლია პრობლემები აქციოს პროექტებად
- +

9 აგვისტო. 2017. 19:34


საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის შეფასებით, პარკირების მენეჯმენტი თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის ერთ-ერთი წარმატებული პროექტი იქნება. თალაკვაძის თქმით, კახა კალაძეს შეუძლია პრობლემები აქციოს პროექტებად.


„თბილისში პარკირების მენეჯმენტი კახა კალაძის ერთ-ერთი წარმატებული პროექტი იქნება. კახა კალაძის ხედვა, რომ პარკირების გადასახადები მიმართოს პარკირების ინფრასტრუქტურაში, ტროტუარები გამოთავისუფლდეს, მოსახლეობას შესთავაზოს კომფორტული და ხელმისაწვდომი ალტერნატივები საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახით, ასევე, ურბანული განვითარების კონცეფცია - გვიჩვენებს, რომ კალაძეს აქვს ქალაქის პრობლემების გადაჭრის გეგმა; მას შეუძლია პრობლემები აქციოს პროექტებად. კალაძე პირდაპირ, უბრალოდ და გასაგებად ესაუბრება ხალხს ხელისუფლებაში ყოფნის 5 წლის შემდეგაც - ეს მომავალი მერისთვის ძალიან მნიშვნელოვანი უპირატესობაა", - განაცხადა თალაკვაძემ.


„ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ პარკირებასთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ მისი აზრით, სწორი მოდელია, როცა პარკირების მენეჯმენტს ადგილობრივი ხელისუფლება ახორციელებს. 


 

big_banner
არქივი