logo_geo
კახა ოქრიაშვილი: ჩვენ მივიღებთ საბოლოო ჯამში ხარისხიან კონსტიტუციას!
- +

18 აგვისტო. 2017. 20:23

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კახა ოქრიაშვილმა "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ კონსენსუსი მთავარი არ არის, მთავარია ხარისხიანი კონსტიტუცია, რომელსაც აუცილებლად მიიღებენ.


„კონსენსუსი მთავარი არ არის, მთავარია ხარისხიანი კონსტიტუცია და ჩვენ მივიღებთ საბოლოო ჯამში ხარისხიან კონსტიტუციას. მაჟორიტარული არჩევნები მთავარი არ არის კონსტიტუციაში, არის კიდევ უამრავი სხვა საკითხები, მაგალითად მთავარია ჩემთვის პრეზიდენტის პირდაპირი ან არაპირდაპირი არჩევითობა, ძალიან მნიშვნელოვანია. ვთვლი, რომ თუ მომავალში იქნება შენარჩუნებული პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი, მაშინ ჩვენ ისევ საპარლამენტო რესპუბლიკიდან უნდა გადავიდეთ საპრეზიდენტო რესპუბლიკის მმართველობაზე", - განაცხადა კახა ოქრიაშვილი.













 

big_banner
არქივი