logo_geo
არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციურ პარტიებს ვთხოვეთ, წერილობით მოგვაწოდონ საკითხების ჩამონათვალი...
- +

18 აგვისტო. 2017. 20:27



დღეს მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ დიალოგის დეტალებისა და შეხვედრის შედეგების შესახებ მედიასთან განცხადება გააკეთა.


„ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს ჰქონდათ ჩვენთან საკუთარი პოზიციების გამოხატვის შესაძლებლობა. მათ ისაუბრეს საპარლამენტო არჩევნების მოდელზე, პრეზიდენტის არჩევის წესზე, საარჩევნო ბარიერზე და სხვა საკითხებზე.

 

ცნობილია პრინციპები, რომელსაც ჩვენ ვუჭერთ მხარს - ეს არის კლასიკური საპარლამენტო მმართველობა ძლიერი პარლამენტით, ქმედითი მთავრობით, დამოუკიდებელი მართლმსაჯულებით და ზეპარტიული პრეზიდენტით.

 

დიალოგი გაგრძელდება და გვჯერა, მომავალში ჩვენ ყველანი, არაერთხელ გამოვიყენებთ ამ ფორმატს მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობის და შეთანხმებისთვის.

 

ოპოზიციურ პარტიებს ჩვენ ვთხოვეთ უახლოეს დღეებში წერილობით მოგვაწოდონ იმ საკითხების ჩამონათვალი, რომლის არგათვალისწინების შემთხვევაში ისინი მხარს არ დაუჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებებს და შესაბამისად, რომლის გათვალისწინების შემთხვევაშიც, ცვლილებებს ექნება ოპოზიციის მხარდაჭერა.

 

ამ საკითხებს ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილავთ მმართველ გუნდში, ჩამოყალიბდება საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი პარტიების პოზიცია და უახლოეს პერიოდში შედგება კიდევ ერთი შეხვედრა ოპოზიციასთან" , - განმარტა არჩილ თალაკვაძემ











 

big_banner
არქივი