logo_geo
გიორგი კვირიკაშვილი: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი მოსახლეობა დავიცვათ სტიქიისგან
- +

22 აგვისტო. 2017. 00:30



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სტიქიის ზონაში განაცხადა, რომ მთავრობა ყველაფერს გააკეთებს მოსახლეობის სტიქიისგან დასაცავად. მისი თქმით, მოსახლეობის ევაკუაციაზე საუბარი ჯერ არ არის. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ცეცხლი საკმაოდ მასშტაბურია.


„ღამის განმავლობაში იმ ფრონტებზე, სადაც მოსახლეობასთან შედარებით ახლოსაა ცეცხლი, ტექნიკა განლაგდება იმისთვის, რომ ეს ფრონტები დაიცვას. ამის გარდა, დილით თურქეთიდან 2 ვერტმფრენი დაგვემატება, აზერბაიჯანიდან ერთი ვერტმფრენი და ვფიქრობთ, რომ არსებული ძალებით ცეცხლს გავუმკლავდებით, მოსახლეობისთვის საფრთხე არ არსებობს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბასთან მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის მაქსიმალურად მოკლე ვადაში ლიკვიდაციის მიზნით, საგანგებო შტაბი შეიქმნა.


ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებულია რამდენიმე ათეული სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.


ბორჯომში, სოფელ დაბაში ხანძარი გაძლიერდა. ხანძრის ჩაქრობის პროცესი ამ დროისთვის შეჩერებულია. მანამდე სამაშველო ოპერაციაში ვარტმფრენები მონაწილეობდნენ, მათ შორის ერთი აზერბაიჯანული ვერტმფრენი, თუმცა ცუდი ხილვადობისა და ძლიერი ქარის გამო, ვერტმფრენებმა მუშაობა დროებით შეაჩერეს.











 

big_banner
არქივი