logo_geo
ირაკლი კობახიძე: ყველა რესურსია მობილიზებული იმისათვის, რომ ხანძარი ჩაქრეს!
- +

22 აგვისტო. 2017. 21:15


პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ ბორჯომის ხეობაში არსებული ხანძრიდან გამომდინარე საფრთხე დასახელებულ პუნქტებს არ დაემუქროს.


„ყველა რესურსია მობილიზებული იმისათვის, რომ ხანძარი ჩაქრეს. გარდა ამისა, ხელს ხანძრის ჩაქრობას კლიმატური პირობებიც უშლის. სამაშველო სამუშაოებში ჩართულია სხვადასხვა ტექნიკა იმისათვის, რომ სალიკვიდაციო სამუშაოები სწორად წარიმართოს. ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ ხანძრიდან გამომდინარე საფრთხე დასახელებულ პუნქტებს არ დაემუქროს.

 

ამისთვის ყველა ზომაა მიღებული და როგორც დავრწმუნდით, ამ თვალსაზრისით საფრთხე არ არსებობს. მნიშვნელოვანია, ხანძრის ლოკალიზება მოხდეს და მეგობრები ქვეყნები გვეხმარებიან. იმედს გამოვთქვამ, რომ ხანძრის ლოკალიზება მალე მოხდება", - განაცხადა კობახიძემ.

 

 


ირაკლი კობახიძე სტიქიის ზონაში იმყოფება, სადაც მონაწილეობა საგანგებო შტაბის მუშაობაში მიიღო.



 

big_banner
არქივი