logo_geo
გიორგი კვირიკაშვილი: სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება
- +

23 აგვისტო. 2017. 03:24



საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.


ამის შესახებ პრემიერმა საგანგებო შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.


„მიმდინარეობს მუშაობა, მთელი ღამე ვიმუშავებთ. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება",- განაცხადა პრემიერმა.


ხანძრის სალიკვიდაციოდ შექმნილმა საგანგებო შტაბმა ბორჯომის ხეობაში არსებული ვითარება შეაფასა.


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შტაბის წევრებთან და შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებთან ერთად მიმდინარე და დაგეგმილი მოქმედებები განიხილა.


სტიქიის სამ კერაზე გარკვეული მონაკვეთების ლოკალიზება მოხერხდა, თუმცა ხანძრის მასშტაბი მაინც დიდი რჩება.


ამ დროისთვის მუშაობას აგრძელებს მძიმე ტექნიკა, მეხანძრეები და მაშველები ხანძრის ჩაქრობას მთელი ღამის მანძილზე გააგრძელებენ. დილიდან კი ცეცხლის კერების სალიკვიდაციო ოპერაციაში კვლავ ავიაცია ჩაერთვება.


 

big_banner
არქივი