logo_geo
გიორგი კვირიკაშვილი: სტიქიის ბოლომდე ლიკვიდაციამდე შტაბი 24-საათიან რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას
- +

23 აგვისტო. 2017. 14:18



საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ერთობლივი ძალებით სტიქიას აუცილებლად დავამარცხებთ.


მისი თქმით, სტიქიის ბოლომდე ლიკვიდაციამდე შტაბი 24-საათიან რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას.


„ჩვენ ერთობლივი ძალებით სტიქიას აუცილებლად დავამარცხებთ. შტაბი აგრძელებს 24 საათის განმავლობაში მუშაობას. ჩვენ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო იმისთვის, რომ ცეცხლი ბოლომდე ჩავაქროთ. სანამ ცეცხლი ბოლომდე არ ჩაქრება, შტაბი დღე-ღამის განმავლობაში გააგრძელებს მუშაობას", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.



 

big_banner
არქივი