logo_geo
გიორგი კვირიკაშვილი: გული არ გავიტეხოთ, ერთობლივად აღვადგენთ ჩვენს ბუნებას
- +

23 აგვისტო. 2017. 14:22



ბორჯომის ხეობაში ხანძრის შედეგად დამწვარი ტერიტორიის აღსადგენად, შესაძლოა, სპეციალური ფონდი შეიქმნას.


პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ბორჯომის ხეობა გახდება ისეთივე ლამაზი, როგორიც ხანძრამდე იყო.


„სტიქიის ლიკვიდაციიდან მეორე დღიდანვე დავიწყებთ მუშაობას იმისთვის, რომ ჩვენი უნიკალური ბორჯომის ტყე-პარკი აღვადგინოთ. მინდა, ჩვენს მოსახლეობას ვუთხრა, რომ დანაკარგი მძიმეა, თუმცა, გული არ გავიტეხოთ. ერთობლივად ვებრძვით სტიქიას, ასევე ერთობლივად აღვადგენთ ჩვენს ბუნებას, ჩვენს ტყეს. შესაძლოა, შევქმნათ სპეციალური ფონდიც, სადაც უამრავი ადამიანი იქნება ჩართული. ჩვენ ისევე გავალამაზებთ ამ ბუნებას, როგორიც ამ ხანძრამდე იყო",- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


 

big_banner
არქივი