logo_geo
არჩილ თალაკვაძე : კახა კალაძე იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქის მერი
- +

26 აგვისტო. 2017. 20:53


კახა კალაძე იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქის მერი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა არჩილ თალაკვაძემ შტაბის გახსნისას განაცხადა.


როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, საარჩევნო შტაბი უკვე საუკეთესო ფორმაშია. „მადლობას ვუხდი კახას, ჩვენს გუნდს ასეთი ნდობისთვის. მზად ვარ, მივიღო და შევასრულო ეს მნიშვნელოვანი ამოცანა. საარჩევნო შტაბი საუკეთესო ფორმაშია. ჩვენს კამპანიაში ყველა სფეროდან საუკეთესო, პროფესიონალი ადამიანები არიან ჩართული. თბილისის კიდევ 10 შტაბი უკვე სამუშაო რეჟიმშია, ამ ოფისის კარი კი ღია იქნება თითოეული ადამიანისთვის, მათი პრობლემებისა და იდეებისთვის. მედიასთან მუდმივი თანამშრომლობა და საზოგადოებასთან ახლო ურთიერთობა გვექნება. უახლოეს დღეებში თბილისის განვითარების სამომავლო ხედვას და პროგრამებს თემატურად წარმოგიდგენთ. ჩვენ გავიმარჯვებთ არა მხოლოდ 21 ოქტომბერს, არამედ ყოველ დღე არჩევნების შემდეგ, როცა ქალაქის ეკონომიკა, სიმწვანე, ურბანული განვითარება და სოციალური პოლიტიკა ახალი ენერგიით შეივსება. თბილისი გაიმარჯვებს, კახა კალაძე კი იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქის მერი', - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.


 

big_banner
არქივი