logo_geo
„ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი 26 მაისის მსხვერპლია
- +

6 სექტემბერი. 2017. 14:40


როგორც „ფოსტალიონმა" შეიტყო, ცნობილ ფოტოზე აღბეჭდილი, 2011 წლის 26 მაისის დარბევის დროს  სასტიკად ნაცემი ადამიანი „ქართული ოცნების" მიერ დღეს დასახელებული თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის ერთ-ერთი კანდიდატი მიხეილ ამაშუკელია. „ქართულმა ოცნებამ" ის თბილისის ნაძალადევის რაიონის დეპუტატობის კანდიდატად დაასახელა.


მიხეილ ამაშუკელი „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში, აქტიურად გამოდიოდა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, ხოლო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს „ქართულ ოცნებას" უჭერდა მხარს, რის გამოც დაჭერილიც კი იყო. მას საარჩევნო ფლაერების დარიგება ამომრჩევლის მოსყიდვად ჩაუთვალეს და 4 თვე საპატიმროში გაატარებინეს. ციხიდან ის „ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ გამოვიდა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი