logo_geo
კახა კალაძე: ჩემი წარმატება ზუსტად გლდანის მესამე მიკრორაიონიდან დაიწყო
- +

6 სექტემბერი. 2017. 21:56


„არ მქონდა სახლი და ვცხოვრობდი აქ, გლდანში, მესამე მიკრორაიონში, მეოთხე კორპუსში, მამიდასთან", - ამის შესახებ გლდანში, კახა კალაძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, მისი კარიერული წინსვლა სწორედ ამ რაიონიდან დაიწყო.


ჩემი წარმატება ზუსტად ამ რაიონიდან და კონკრეტულად ამ ადგილიდან - გლდანის მესამე მიკრორაიონიდან დაიწყო. სულ რაღაც 13 წლის ვიყავი, როდესაც სამტრედიიდან ჩამოვედი. არ მქონდა სახლი და ვცხოვრობდი აქ, გლდანში, მესამე მიკრო რაიონში, მეოთხე კორპუსში, მამიდასთან. მინდა ამ რაიონს დღეს განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა" - განაცხადა კახა კალაძემ.


დღეს, კახა კალაძემ გლდანის მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა. გლდანის მაჟორიტარობისთვის „ქართული ოცნებიდან" ოთხი კანდიდატი - ოთარ გრიგოლია, შალვა ოგბაიძე, გულია გოცირიძე, ქეთევან ჯოხაძე იბრძოლებს.


 

big_banner
არქივი