logo_geo
ზაქარია ქუცნაშვილი: თუ შალვას გუგავას გარდა ვერავინ მოჰყავს, კალაძეს მსოფლიოს ვარსკვლავები ჩამოჰყავს
- +

20 სექტემბერი. 2017. 13:32



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის კრიტიკას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისის მერობის კანდიდატს კახა კალაძეს მსოფლიო დონის ფეხბურთელები საქართველოში ჩამოჰყავს.



„თუ შალვას გუგავას გარდა ვერავინ მოჰყავს, კალაძეს მსოფლიოს ვარსკვლავები ჩამოჰყავს. მაგას რადგან გუგავას გარდა არავინ ჰყავს, რა ვქნათ ახლა, კალაძემ თავის მეგობრებზე უარი თქვას?

 

ბიძინა ივანიშვილს გადაკიდებულია... კაცი სამი წელია წასულია ხელისუფლებიდან და ლანძღავს ყველა ეპითეტით. მთიელები ასე არ იქცევიან. ბოდიშს ვიხდი, მაგრამ მთაში ასეთ სიტყვებზე პასუხს სთხოვენ. არ მინდა, რომ ქართველ მოქალაქეს ჰქონდეს წარმოდგენა, თითქოს მთიელები ყველანი ნათელაშვილისნაირები ვართ და ადამიანის სულიერებას ვეხებით, ადამიანებს ვლანძღავთ და მათი გვშურს", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.


 

big_banner
არქივი