logo_geo
დავით უთმელიძე დელისის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა
- +

24 სექტემბერი. 2017. 11:42


„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი დავით უთმელიძე დელისის ქუჩის ამომრჩევლებს შეხვდა.


მაჟორიტარობის კანდიდატმა შეხვედრაზე მოსულ მოქალაქეებს ქალაქის განვითარების მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებზე ესაუბრა და მათგან უბნის საჭიროებების შესახებ ინიციატივები მოისმინა.


დავით უთმელიძემ აღნიშნა, რომ აუცილებლად გაითვალისწინებს მიღებულ ინფორმაციას და მისი არჩევის შემთხვევაში, რაიონის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევაზე იზრუნებს.

 

„მადლობას გიხდით შეხვედრაზე მოსვლისთვის, თქვენ მე სტიმულს მაძლევთ, რომ ვიბრძოლო გამარჯვებისთვის, მნიშვნელოვანია არჩევნებზე მიხვიდეთ და დააფიქსიროთ თქვენი არჩევანი, თქვენი ხმა გადამწყვეტია", - განაცხადა დავით უთმელიძემ შეხვედრის ბოლოს.


 

big_banner
არქივი