logo_geo
გრიგოლ ლილუაშვილი: ღმერთმა დალოცოს თითოეული კურთხეული ოჯახი
- +

26 სექტემბერი. 2017. 23:25


„ღმერთმა დალოცოს თითოეული კურთხეული ოჯახი", - განაცხადა დეპუტატმა გრიგოლ ლილუაშვილმა პარლმენტის სხდომაზე ქორწინების დეფინიციაზე საუბრისას.


„გამოვყოფდი ქორწინების განსაზღვრების ატანას კონსტიტუციის დონეზე, ესეც ქართველი ხალხის დაკვეთაა. მე ვიტყოდი, რომ ეს იყო ყველაზე დიდი დაკვეთა საზოგადოებისგან, როდესაც ხდებოდა საკონსტიტუციო განხილვები, საჯარო განხილვები რეგიონებში და ინდივიდუალურ რეჟიმში, როდესაც ჩვენ ვხვდებოდით ჩვენს ამომრჩევლებს. ღმერთმა დალოცოს თითოეული კურთხეული ოჯახი, ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამშობლო საქართველო", - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.


 

big_banner
არქივი