logo_geo
ავთანდილ ცინცაძე გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის მოსახლეობას შეხვდა
- +

27 სექტემბერი. 2017. 17:55

 

„ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ავთანდილ ცინცაძე, დიდ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის მოსახლეობას შეხვდა და პროგრამული ხედვა გააცნო, ასევე, მათი საჭიროებების შესახებ მიიღო ინფორმაცია.


ავთანდილ ცინცაძე მოსახლეობას არსებული გამოწვევების დაძლევის გზებსა და თბილისის განვითარების გეგმის პრიორიტეტულ საკითხებზე ესაუბრა.


მისი თქმით, ქალაქის განვითარებისთვის საჭიროა სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება.

 

„მნიშვნელოვანია სწრაფი ნაბიჯები, რათა თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა. ჩემი დეპუტატობის პერიოდში, ამ ყველაფერს გავაკეთებ ახალი ძალით, ენერგიით და თქვენთან ერთად, ერთიანი სულისკვეთებით", - აღნიშნა კანდიდატმა შეხვედრაზე.



























big_banner
არქივი