logo_geo
გიორგი კვირიკაშვილი: აბასთუმნის ობსერვატორიის რეაბილიტაცია იწყება
- +

29 სექტემბერი. 2017. 00:29


საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, აბასთუმნის ობსერვატორიის რეაბილიტაცია იწყება.


ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მერობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.


„სამცხე-ჯავახეთში იწყება კიდევ ერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი - ეს გახლავთ აბასთუმნის ობსერვატორიის რეაბილიტაცია. ამ პროექტის განხორციელებით, ათეულობით წლების შემდეგ, ობსერვატორიას ექნება ულტრათანამედროვე და სრულყოფილი ინფრასტრუქტურა. ეს მართლაც საქვეყნო საქმე მრავალმხრივ შედეგებს მოგვიტანს",- განაცხადა კვირიკაშვილმა.


მისივე თქმით, ყველა პროექტი, რომელიც სამცხე-ჯავახეთში ხორციელდება, ამ რეგიონის განვითარებას ემსახურება.


„მინდა დაგარწმუნოთ, რომ თქვენ არ მოგაკლდებათ ყურადღება სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენ ყოველმხრივ შეგიწყობთ ხელს, რომ თქვენი ცხოვრება გაუმჯობესდეს და თქვენს ოჯახებს  დაეტყოს წინსვლა.  „ქართული ოცნება" მზად არის, გააგრძელოს და დაასრულოს არსებული პროექტები და შეუდგეს ახალი პროექტების განხორციელებას. როგორც ხედავთ, ამ რეგიონში ჩვენ კიდევ ბევრი გეგმა გვაქვს და მჯერა, რომ თქვენი მხარდაჭერით ჩვენ ყველა ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. ამისათვის, ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ერთად დგომა, კონსოლიდაცია და მხარი დავუჭიროთ ჩვენი ქვეყნის ნათელ მომავალს, თითოეული ჩვენი ოჯახის კეთილდღეობას",- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


 

big_banner
არქივი