logo_geo
კახა კალაძე მესამე მასივისა და ვარკეთილის მოსახლეობას შეხვდა
- +

1 ოქტომბერი. 2017. 17:58


კახა კალაძე მესამე მასივისა და ვარკეთილის მოსახლეობას შეხვდა და თბილისის განვითარების პროგრამული ხედვა გააცნო. 


„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატმა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ეკოლოგიური გაუმჯობესების გზებზე, სოციალურ საკითხებზე, ტრანსპორტის განვითარებასა და ქაოტური მშენებლობების აღკვეთის ღონისძიებებზე ისაუბრა.


კახა კალაძემ ყურადღება გაამახვილა ქალაქის ყველა რაიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობაზე და ოპერატიულობაზე.


მისი თქმით, რეაბილიტირდება მეტრო, განვითარდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი და სხვადასხვა რაიონებში გაიზრდება როგორც სამარშუტო ხაზების, ისე, ავტობუსების რაოდენობაც.


თბილისის მერობის კანდიდატის განმარტებით, ასევე, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა საცხოვრებელი ფართების დაკანონებას იმ ოჯახების შემთხვევაში, რომლებიც ათეულობით წლებია აღნიშნულ ფართებში ცხოვრობენ.


შეხვედრას სამგორის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატები - რევაზ სოხაძე, გიორგი დოხტურიშვილი და გიორგი ტყემალაძე ესწრებოდნენ.














 

big_banner
არქივი