logo_geo
ირმა ინაშვილი: საკონსტიტუციო კომისიაში პრეზიდენტის ინსტიტუტის იგნორირება სწორად არ მიმაჩნია
- +

9 დეკემბერი. 2016. 19:05


 



პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო კომისიაში პრეზიდენტის ინსტიტუტის იგნორირება არასწორია. ამის შესახებ ინაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა და აქვე დასძინა, რომ საკონსტიტუციო კომისიის შექმნისას, აუცილებელია, კომისიაში ფართო სპექტრი იყოს წარმოდგენილი.


„პრეზიდენტის ინსტიტუტი უნდა მონაწილეობდეს კომისიის მუშაობაში. თუ კონკრეტულად პრეზიდენტი  - არა,  მისი რომელიმე წარმომადგენელი მაინც. არ მგონია, რომ რაიმე საფრთხის შემცველია ან რაიმე პრობლემებს შექმნიდა პრეზიდენტის მონაწილეობა", - აღნიშნა ირმა ინაშვილმა.


„პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა პრეზიდენტის არჩევის წესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უმრავლესობის მხრიდან მეტი არგუმენტია საჭირო იმის დასამტკიცებლად, რომ პრეზიდენტი პარლამენტმა და არა ხალხმა უნდა აირჩიოს.



 

big_banner
არქივი