logo_geo
კოსაჩევი მიიჩნევს, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები უნდა დალაგდეს
- +

4 ოქტომბერი. 2017. 18:22


„ქართველ და რუს ხალხს სურს ვითარების ნორმალიზაცია და ურთიერთობის აღდგენა", - განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელმა კონსტანტინ კოსაჩევმა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლებთან შეხვედრისას.

 

„ბოლო ხანს საპარლამენტო დონეზე კონტაქტები შეჩერებულია. მიმაჩნია, რომ ეს შეცდომაა, რომელიც უნდა გამოსწორდეს", - განაცხადა კოსაჩევმა.


მისი თქმით, მეზობელი ქვეყნების ხალხმა უნდა აღადგინონ ერთმანეთთან ურთიერთობა, ასეთ დროს კი სწორედ საპარლამენტო დიპლომატიამ უნდა გამონახოს საჭირო და სწორი ნაბიჯები.

 

„საზოგადოებრივი მოთხოვნა ურთიერთობის აღდგენაზე არსებობს, ჩვენ, პარლამენტარებმა აქცენტი არა პოლიტიკურ კონიუნქტურაზე, არამედ ხალხის სურვილზე უნდა გავაკეთოთ", - განაცხადა სენატორმა.


ფედერაციის საბჭოს სპიკერ ვალენტინა მატვიენკოს ჰქონდა შესაძლებლობა, კონტაქტი დაემყარებინა თავის ქართველ ვიზავისთან თურქმენეთში საერთაშორისო შეხვედრაზე.


„თუმცა, ეს უფრო გამონაკლისი შემთხვევა იყო", - თქვა კოსაჩევმა.


მანვე ხაზი გაუსვა, რომ საბედნიეროდ, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ერთ ადგილს არ ტკეპნის.


ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა გიორგი ლომაიამ აღნიშნა, რომ ხელისუფლებაში ყოფნისას მიხეილ სააკაშვილმა ყველა ღონე იხმარა, რათა ორი ქვეყნის ურთიერთობა ჩიხში მოქცეულიყო.


„სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტში, ჩვენი პარტია ერთადერთია, რომელსაც ესმის, რომ რუსეთთან და აფხაზეთთან დიალოგის გარეშე ამ ჩიხიდან ვერ გამოვალთ. თუმცა, საქართველოში ჩვენს მოსკოვში ვიზიტს უარყოფითად შეხვდნენ", - განაცხადა  ქართველმა დეპუტატმა.


შეხვედრაზე ქართველმა პარლამენტარებმა აღნიშნეს, რომ სამწუხაროდ ქვეყნის მცხოვრებლები ვერ ახერხებენ ახლობელი ადამიანების საფლავების მონახულებას ცხინვალის რაიონში. საუბრისას იმსჯელეს ასევე რუსეთში ვიზების გაფორმების საკითხებზე.


 

big_banner
არქივი