logo_geo
კახა კალაძე: ალეკო ელისაშვილი ნამდვილად არ არის ჩემი მთავარი კონკურენტი
- +

5 ოქტომბერი. 2017. 13:46



„ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე გამოეხმაურა თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის ალეკო ელისაშვილის უკვე მეორე გამოწვევას დებატებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.


„ჩვენ დებატებში ვმონაწილეობთ, ამის პრობლემა „ქართულ ოცნებას" არ გააჩნია, ამის პრობლემა კახა კალაძეს არ გააჩნია. ალეკო ელისაშვილი ნამდვილად არ არის ჩემი მთავარი კონკურენტი - ჩემი მთავარი კონკურენტია ის პრობლემები, ის ტკივილი და წუხილი, რომელიც დღეს ქალაქს აწუხებს. მე მოვდივარ იმისთვის, რომ ვმართო ქალაქი და როგორც ნორმალურ, ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება - დებატები იქნება თუ სხვა მიმართულება, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, მივიღოთ მონაწილეობა", - განაცხადა კახა კალაძემ.





 

big_banner
არქივი