logo_geo
კახა კალაძე: თუ რეიტინგების მიხედვით ვიმსჯელებთ, დებატებში ზაალ უდუმაშვილთან უნდა დავჯდე
- +

6 ოქტომბერი. 2017. 21:37



„ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის ალეკო ელისაშვილის მეორე გამოწვევას, დებატებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ეხმაურება.

 

„ფეხბურთს, პოლიტიკას, არჩევნებს და ზოგადად ყველაფერს აქვს წესი. შესაბამისად, როდესაც ის ამბობს, რომ მიწვევს დებატებში, დაახლოებითი რეიტინგები ხომ არსებობს?! ვიღაც კანდიდატს აქვს ის რეიტინგი, ვიღაცას ეს... რეიტინგების მიხედვით თუ უნდა ვიმსჯელოთ, მაშინ უნდა დავჯდე ზაალ უდუმაშვილთან. შესაბამისად, პატივს ვცემ ყველა კანდიდატს. არა ერთ კანდიდატთან ვაპირებ დაჯდომას, მზად ვარ შვიდივესთან ერთად დავჯდე. ჩვენ არასდროს გვითქვამს დებატებზე უარი", - განაცხადა კახა კალაძემ.


თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი კახა კალაძეს ტელედებატებში კიდევ ერთხელ იწვევს.










 

big_banner
არქივი