logo_geo
გიორგი კვირიკაშვილმა გორში შიდა ქართლის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა
- +

6 ოქტომბერი. 2017. 21:54



პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა გორში, შიდა ქართლის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა.


მმართველი პარტიის სახელით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, შიდა ქართლში მერობისთვის ოთხი კანდიდატი იბრძოლებს.


კასპის მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატი მანუჩარ მერებაშვილი იქნება, გორში -კონსტანტინე თავზარაშვილი, ქარელში - ზაზა გულიაშვილი, ხოლო ხაშურში -  გიორგი გურასპაშვილი.


როგორც პრემიერმა კანდიდატების წარდგენისას აღნიშნა, თვითმმართველობის სისტემა საშუალებას იძლევა, რომ ყველა საკითხი, პრიორიტეტების მიხედვით, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ხალხის გადაწყვეტილებით მოგვარდეს.


 ამიტომაც, არჩევნებში, ჩვენ უნდა ავირჩიოთ პატიოსანი და პროფესიონალი ადამიანები, რომლებმაც იციან თქვენი პრობლემები და გული შესტკივათ თქვენზე", - მიმართა ამომრჩეველს გიორგი კვირიკაშვილმა.


მთავრობის მეთაურმა მერობის კანდიდატები უკვე წარადგინა იმერეთში, კახეთში, გურიაში, აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში.











 

big_banner
არქივი