logo_geo
„ქართული ოცნება“ მედიასაშუალებებს მიმართავს
- +

7 ოქტომბერი. 2017. 02:31



„ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის, საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე არჩილ თალაკვაძემ განაცხად, რომ მერობის კანდიდატი მზად არის მონაწილეობა მიიღოს მხოლოდ საერთო დებატში.


თალაკვაძის განცხადებით, „ქართული ოცნება" პრაქტიკულად, ყველა წინასაარჩევნო მედია ფორმატში მონაწილეობს, თუმცა არჩევნების მოახლოებასთან ერთად, დებატებში კანდიდატების მონაწილეობასთან დაკავშირებით, მედიის ინტერესი იზრდება.


„ცხადია, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, იზრდება მედიის ინტერესი და მოთხოვნა კანდიდატების დებატებში მონაწილეობაზე, განსაკუთრებით, თბილისის მერობის კანდიდატებთან მიმართებაში. ვინაიდან, არჩევნებამდე ცოტა დრო რჩება, ჩვენ ვთავაზობთ ყველა ძირითად მედიასაშუალებას, შეთანხმდენენ ერთობლივ ფორმატზე, რომელშიც ყველა ტელევიზიის წარმომადგენელსა და კანდიდატს ექნება მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა და მაყურებლისთვის ეთერი იქნება მაქსიმალურად ხელმისაწვდომი", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


მისივე თქმით, მმართველი გუნდი საზოგადოებასა და მედიას პატივს სცემს და არ სურს, რომელიმე მედია საშუალება, ან მერობის კანდიდატი გამაორჩიოს.


„ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, მზადაა, მონაწილეობა მიიღოს საერთო დებატში, რომელიც პარიტეტულ პრინციპზე იქნება აგებული და ყველასთვის თანაბარ პირობებს უზრუნველყოფს", - აღნიშნა კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა.









 

big_banner
არქივი