logo_geo
კახა კალაძე: რამეს გადავწყვეტთ...
- +

7 ოქტომბერი. 2017. 13:49



„ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის განცხადებით, ერთ ტელევიზიაში რომ მივიდეს და მეორეში არა, ყველას ეწყინება, ყველგან მისვლა შეუძლებელია და ამიტომ უნდა შეიქმნას ერთი პლატფორმა.


„მე მაქვს ჩემი პროგრამა, მაქვს დაგეგმილი ყოველდღიური შეხვედრები მოსახლეობასთან და ამასთანავე, არის ყველა ტელევიზია, რომელიც ითხოვს მერობის კანდიდატების დებატებს. შეუძლებელია, ყველა ტელევიზიაში მიხვიდე და გამართო დებატები. ჯერ ერთი, არ არის საინტერესო ერთსა და იმავე თემაზე ერთი და იგივე დებატები განხორციელდეს. ასევე, როცა ერთ ტელევიზიაში მიხვალ და მეორეში - არა, შეიძლება ვიღაცას აწყენინო. ამიტომ ვიფიქრეთ, რომ შეიქმნას ერთი პლატფორმა, სადაც შეიძლება რომელიმე ტელევიზიაში ნეიტრალურ ტერიტორიაზე, შეიძლება არასამთავრობოებს ვთხოვოთ და დაგვეხმარონ, რომ ყველა ტელევიზიას ჰქონდეს შესაძლებლობა, მოვიდეს და დასვას შეკითხვა, რომელიც აინტერესებს. ასე არავის ვაწყენინებთ და დებატებიც შედგება. თუ ვერ მოხდა, მერე ვნახოთ, გადავწყვეტთ", - განაცხადა კახა კალაძემ.


 

big_banner
არქივი