logo_geo
დავით უთმელიძე ვეძისის მოსახლეობას შეხვდა
- +

7 ოქტომბერი. 2017. 13:58

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი დავით უთმელიძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვეძისის მოსახლეობას შეხვდა.


დავით უთმელიძემ ადგილობრივებს პარტიის დედაქალაქის მერობის  კანდიდატის,  კახა კალაძის გუნდის პროგრამა გააცნო და საბურთალოს რაიონში სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა. ამასთან, მაჟორიტარობის კანდიდატმა მოქალაქეებს 21 ოქტომბრის არჩევნებზე მისვლისა და საკუთარი ხმის დაფიქსირებისკენ მოუწოდა.


„ძვირფასო საბურთალოელებო, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებზე მივიდეთ და საკუთარი არჩევანი დავაფიქსიროთ. მაქსიმალურად უნდა ვიაქტიუროთ 21 ოქტომბერს, რათა გვქონდეს ნამდვილად სიცოცხლით სავსე ქალაქი. ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ მომავლის თბილისი ძველ ტრადიციებზე დაშენებით. თქვენი ჩართულობის გარეშე კი ეს ვერ მოხერხდება", - განაცხადა დავით უთმელიძემ.










big_banner
არქივი