logo_geo
ირაკლი კობახიძე: ამ ცვლილებას, ბუნებრივია ვერავინ შემოაბრუნებს
- +

7 ოქტომბერი. 2017. 22:24


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „იმედის" ეთერში კონსტიტუციაში შესატან კიდევ ორი ცვლილების ინიცირებაზე ისაუბრა, რომელიც ბონუსის სისტემას და პარტიების მიერ ბლოკების შექმნას ეხება. კობახიძე ასევე გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას და აღნიშნა, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა მომდენო პარლამენტის შეკრების დღიდან ამოქმედდება.


„რაც შეეხება ბონუსის სისტემას და ბლოკებს, ჩვენ გვაქვს კონსულტაციები გავლილი წინასწარ საპარლამენტო უმრავლესობის 116-ვე დეპუტატთან და სწორედ ამ კონსულტაციების საფუძველზე მივეცით პირობა ვენეციის კომისიას, არის სრული მხარდაჭერა საპარლამენტო უმრავლესობის გუნდში და ეს არის საფუძველი იმის თქმის, რომ ამ ცვლილებებს აუცილებლად ავსახავთ საკონსტიტუციო პაკეტში.

 

რაც შეეხება მეორე საკითხს, რომელიც ეხება იმას, თუ რამდენად შეიძლება შემობრუნდეს კონსტიტუცია ისევ შერეული სისტემისკენ, ამას თავად საკონსტიტუციო ცვლილებები გამორიცხავს, რომელიც ჩვენს მიერ ვეტოს გადალახვის შემდეგ დამტკიცდება. შეუძლებელი იქნება იმ პირობებში, როდესაც დადგენილი იქნება 3%-იანი ბარიერი მომდევნო არჩევნებში ერთი პარტიის მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება. აქედან გამომდინარე, ჩვენ პირდაპირ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებში ჩავდეთ პირობა, რომ ვერავინ შეეხება პროპორციულ საარჩევნო სისტემას, რომელიც ამოქმედდება იმ დღიდან, როდესაც შეიკრიბება შემდეგი პარლამენტი. ამ ცვლილებას, ბუნებრივია ვერავინ შემოაბრუნებს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


 

big_banner
არქივი