logo_geo
გიგა ბოკერია: სააკაშვილი ოპონენტად არა „ქართულ ოცნებას“ არამედ „ევროპულ საქართველოს“ მიიჩნევს!
- +

9 ოქტომბერი. 2017. 23:52



„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა, ლიდერმა გიგა ბოკერიამ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ისაუბრა:


„ძალიან ცუდია, რომ სააკაშვილი და მისი გარემოცვა ამ შუაგულ საარჩევნო კამპანიის დროს ოპოზიციის შიგნით დაპირისპირებისა და განხეთქილების თესვას აგრძელებენ, თან უსინდისო და სულელური ბრალდებებით. სამწუხაროდ, დღეს მიხეილ სააკაშვილი ოპონენტად არა „ქართულ ოცნებას", არამედ „ევროპულ საქართველოს" აღიქვამს, ჩვენთვის კი ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა ივანიშვილის მმართველობაა. სააკაშვილს უნდა, რომ ოპოზიციის ლიდერი უკრაინაშიც და საქართველოშიც იყოს ოღონდ უკრაინაში, სადაც ის ფიზიკურად იმყოფება იქ ოპოზიციის გაერთიანების მომხრეა და რადგანაც საქართველოში ვერ ჩამოდის, ოპოზიციაში დაპირისპირების მომხრეა. გამოდის, რომ მის გარეშე წარმატებას არ უნდა ჰქონდეს ადგილი, ასეთია მისი კონცეფცია. რაც შეეხება სულელურ და აბსურდულ ბრალდებას, რომ ჩვენ საქართველოში არ ჩამოვუშვით, ჯერ ერთი ამისთვის ხელი როგორ უნდა შეგვეშალა. მეორეც, ერთი წელია, ეს პარტია უკვე გაყოფილია და ეს ერთი წელიწადი რა უშლიდა ხელს ან დღეს რა უშლის ხელს საქართველოში ჩამოსვლაში.

 

სიმართლე ისაა, რომ საქართველოში არ ჩამოდის იმის გამო, რის გამოც საქართველოდან წავიდა და უნდა ვიკითხოთ, როდის იტყუებოდა - როცა იძახდა, რომ ზეგ საქართველოში ვიქნებიო, როცა თქვა არჩევნებამდე ორი დღით ადრე, რომ აღარ ჩამოდის, თუ მერე, როდესაც საჯაროდ აგვიხსნა, რომ თურმე ივანიშვილს აშინებდა და არც განუხილია ჩამოსვლა. სიმართლე იმაშია, რომ სულ იტყუებოდა და ჯერ ივანიშვილს თავი გამოაყენებინა არეულობის შიშის დასათესად, მერე საკუთარ ამომრჩევლებში გამოიწვია იმედგაცრუება, როცა თქვა, რომ აღარ ჩამოდის და ახლა ცდილობს ოპოზიციის შიგნით განხეთქილებას, რომ მის გარეშე არ ჰქონდეს ივანიშვილის რეჟიმს აღსასრული. ეს არ შედის ქართველი ხალხის ინტერესებში, ჩვენ ინტერესებშია, დავასრულოთ ეს რეჟიმი მშვიდობიანი არჩევნების გზით, ამიტომ ყველა კრიტიკულად განწყობილი მოქალაქე უნდა მოვიდეს ამ არჩევნებზე და შემდეგ არჩევნებზე და ხმა ივანიშვილის რეჟიმის შეცვლას მისცეს", - განაცხადა ბოკერიამ.








 

big_banner
არქივი