logo_geo
ხათუნა ჟორდანია: კაციჭამიებს ისევ რბილი ხასიათის ადამიანი მირჩევნია!..
- +

10 ოქტომბერი. 2017. 11:56


ხათუნა ჟორდანიამ ტელეკომპანია „იბერიას" გადაცემაში „ცენზურის გარეშე" ტელეწამყვანის კითხვაზე - როგორი მერი იყო დავით ნარმანია? განაცხადა, რომ დავით ნარმანიას ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული და რაც მთავარია, ბოროტება არ აქვს ჩადენილი.

 

„ჩემთვის ყველაზე მთავარი რაც ამ ადამიანში დავინახე, მგონია, რომ ძალიან წესიერი კაცია და ეს ძალიან დიდი პლუსია. თუ მისი რბილი ხასიათი მინუსად ჩაეთვლება მის განვლილ გზას, დაე, იყოს ასე, რადგან კაციჭამიებს ისევ რბილი ხასიათის ადამიანი მირჩევნია. ყველამ გავიარეთ ის პერიოდი, როდესაც კაციჭამიები იყვნენ მთავრობაში. რაც შეეხება საქმეს, ვიცი, რომ ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული ადამიანებისთვის და რაც მთავარია, ბოროტება არ აქვს ჩადენილი. მე მირჩევნია, მმართველი იყოს რბილი ხასიათის, ვიდრე კაციჭამია", - განცხადა ხათუნა ჟორდანიამ.


 

big_banner
არქივი