logo_geo
დავით უთმელიძემ საირმის ქუჩის მოსახლეობას ქალაქის განვითარების გეგმა გააცნო
- +

10 ოქტომბერი. 2017. 15:33


მნიშვნელოვანია, რომ 21 ოქტომბერს ყველა მივიდეთ არჩევნებზე და  საკუთარი აზრი დავაფიქსიროთ. თქვენ გაქვთ უფლება, გადაწყვიტოთ, ვის ანდობთ თქვენი ქალაქის ბედს და ეს უფლება უნდა გამოიყენოთ", - აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა დავით უთმელიძემ, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, საირმის ქუჩის მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა.


დავით უთმელიძემ ადგილობრივებს დეტალურად გააცნო ქალაქის განვითარების გეგმა, რომელიც ურბანული განვითარების, სატრანსპორტო, ეკოლოგიური, ეკონომიკური, სოციალური, მართვის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკებისგან შედგება.


ამასთან, მაჟორიტარობის კანდიდატმა, განსაკუთრებული ყურადღება საბურთალოს რაიონში განსახორციელებ პროექტებზე გაამახვილა.


მე ვარ კახა კალაძის გუნდის წევრი და ჩემი უბნის მაჟორიტარობის კანდიდატი, რაც ორმაგი პასუხისმგებლობაა. წარმოვადგენ გუნდს, რომელიც  ქვეყანაში, ყველა მიმართულებით, პროგრესს ქმნის. ამასთან, ქვეყნის განვითარების საქმეში თითოეული ადამიანის მხარდაჭერა, თანადგომა ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ჩვენ გვჭირდება თქვენი დახმარება, რათა 2012 წელსქართული ოცნების" მიერ დაწყებული  სასიკეთო საქმეები მომავალშიც გავაგრძელოთ",- აღნიშნა დავით უთმელიძემ.  


 

big_banner
არქივი