logo_geo
ირაკლი კობახიძე: პარლამენტის შენობების რეაბილიტაცია მომავალი წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს
- +

17 ოქტომბერი. 2017. 16:30



პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქუთაისის პარლამენტის შენობის მიმდებარედ პარკი მოეწყობა, რომელიც მოემსახურება არა მარტო პარლამენტის წევრებს და თანამშრომლებს, არამედ მთლიანად ქუთაისის მოსახლეობას.


„წინასწარი გეგმით, საუბარია რამდენიმე მილიონზე, რომელიც უნდა დაიხარჯოს როგორც ქუთაისის, ასევე თბილისის შენობებზე. ქუთაისის შენობა საჭიროებს დაუყოვნებლივ რეაბილიტაციას, ეს ეხება პირველ რიგში, გადახურვას, ასევე შუშის კონსტრუქციას, საიდანაც წყალი ჟონავს წვიმის დროს. არის საკმაოდ მძიმე ვითარება ამ კუთხით. გარდა ამისა, საჭიროა მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია. ხედავთ, რა მდგომარეობაა ქუთაისში შენობის გარშემო. ჩვენი მიზანია პარკის მოწყობა შენობის მიმდებარედ, რომელიც მოემსახურება არა მარტო პარლამენტის წევრებს და თანამშრომლებს, არამედ მთლიანად ქუთაისის მოსახლეობას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.









 

big_banner
არქივი