logo_geo
გიორგი კვირიკაშვილი: დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნები იქნება მორიგი დასტური იმისა, რომ…
- +

19 ოქტომბერი. 2017. 11:32



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა. პრემიერის შეფასებით, წინასაარჩევნო პროცესი უპრეცედენტოდ მშვიდი იყო.


 

„რამდენიმე დღეში ჩვენს ქვეყანაში ტარდება მნიშვნელოვანი არჩევნები და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არჩევნები იქნება მორიგი დასტური იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმების, ცვლილებების შედეგად ჩვეულებრივი პრაქტიკა გახდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ წინასაარჩევნო პროცესი იყო უპრეცედენტოდ მშვიდი. ყველა საარჩევნო სუბიექტს ჰქონდა თავისუფალი კამპანიის ჩატარების საშუალება, რაც იმაზე მოწმობს, რომ „ქართული ოცნების" სახით ქვეყანას მართავს პოლიტიკური გუნდი, რომლისთვისაც არის ძალიან მნიშვნელოვანი თავისუფალი და დემოკრატიული, კონკურენტული არჩევნების ჩატარება ქვეყანაში", - განაცხადა კვირიკაშვილმა.


 

big_banner
არქივი