logo_geo
თამარ ჩუგოშვილი: ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დღევანდელმა დღემ მშვიდ საარჩევნო გარემოში ჩაიაროს
- +

21 ოქტომბერი. 2017. 12:42

 

 

„ქუთაისის 59-ე ოლქის 125-ე საარჩევნო უბანზე იმყოფებიან პირები, რომლებიც წარმოდგენილი არიან ბეიჯებით და ფიქსირდება, რომ ისინი წარმოადგენენ შპს „პრესმედიას", თუმცა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბაზაში გადამოწმების შედეგად ირკვევა, რომ ეს პირები ოფიციალურად რეგისტრირებულები არ არიან როგორც დამკვირვებლები", - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა დღეს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„შესაბამისად, ირკვევა, რომ წარმოდგენილნი არიან გაყალბებული მოწმობებით და ამგვარად ცდილობენ საარჩევნო პროცესისთვის ხელის შეშლას.

 

რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, ისინი არიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები. გვინდა, მოვუწოდოთ პოლიტიკურ პარტიებს, რომ დღევანდელი არჩევნები კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით წარვმართოთ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დღევანდელმა დღემ ჩაიაროს მშვიდ საარჩევნო გარემოში, კანონის მოთხოვნების დაცვით და მინიმალური დარღვევებით. პირებმა, რომლებიც კანონის დარღვევით იმყოფებიან უბანზე, მნიშვნელოვანია, რომ დატოვონ საარჩევნო უბანი და შესაბამისი რეაგირება მოახდინონ სახელმწიფო უწყებებმა, კერძოდ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ.

 

გისურვებთ მშვიდობიან საარჩევნო დღეს და აქვე, ამომრჩევლებს მოვუწოდებ აქტიურობისკენ", - განაცხადა ჩუგოშვილმა.







 

big_banner
არქივი