logo_geo
მამუკა მდინარაძე: ვთხოვ ოპონენტებს, მივცეთ ამომრჩევლებს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება
- +

21 ოქტომბერი. 2017. 17:33


 

„მინდა გაგაცნოთ ის დარღვევები, რომელიც ოპოზიციური პარტიების მომხრეთა მხრიდან ფიქსირდება", - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


„დღეს დილიდან დაფიქსირდა, რომ გარკვეული ოპოზიციური ჯგუფები საარჩევნო უბნებზე იმყოფებოდნენ მედიასაშუალებების ყალბი აკრედიტაციებით და ხელს უშლიდნენ საარჩევნო პროცესს. მაგალითად, ქალაქ თელავში, ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის წარმომადგენელმა „ქართული ოცნების" წარმომადგენელს ავტომობილიდან უნებართვოდ ააცალა მისი კუთვნილი დოკუმენტები და შეეცადა, ამით ამომრჩეველზე უკანონო ზეგავლენა მოეხდინა.

 

მოვუწოდებთ ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას, ასევე ნებისმიერ ოპოზიციურ მედიასაშუალებას, ჩაეტიონ კანონის ჩარჩოებში, წინააღმდეგ შემთხვევაში უფლებას ვიტოვებთ, ნებისმიერი ასეთი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში მოვითხოვოთ მათ მიმართ კანონით დადგენილი მკაცრი ზომების გატარება.

 

ზოგადად, არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ, წყნარ ვითარებაში. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს ამომრჩევლებს და არა მარტო მათ, მოვიდნენ საარჩევნო უბნებზე დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია და არჩევანი, რათა თბილისი იყოს სიცოცხლით სავსე ქალაქი და საქართველოს ჰქონდეს რეგიონული თვითმმართველობა

 

კიდევ ერთხელ, ვთხოვთ ყველას, მათ შორის ჩვენს ოპონენტებს, ნუ მოახდენთ სიტუაციის დრამატიზებას, რასაც ისინი მთელი დღის განმავლობაში ცდილობენ. მივცეთ ჩვენს ამომრჩევლებს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





 


 

big_banner
არქივი