logo_geo
თემურ აბაზოვი: სპეცრაზმის მობილიზება პრევენციისთვის არის საჭირო
- +

21 ოქტომბერი. 2017. 18:43



„ქართული ოცნების" მარნეულის მერობის კანდიდატმა თემურ აბაზოვმა განაცხადა, რომ  მარნეულში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის რაზმის მობილიზება პრევენციის მიზნით მოხდა. 


„პოლიციის შენობასთან ნამდვილად იმყოფება სპეცრაზმი. ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ეს ხდება პრევენციის მიზნით, ზუსტი ინფორმაციისთვის თქვენ შეგიძლია მიმართოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს. პრევენცია საჭიროა იმისთვის, რომ თუ ვინმეს აზრად აქვს რაიმე დაძაბულობის შექმნა, ხელი შეუშალოს მას", - განაცხადა თემურ აბაზოვმა.








 

big_banner
არქივი