logo_geo
კახა კალაძე: მზად ვარ, ვემსახურო ჩემს ქალაქს, თბილისს და თბილისელებს!
- +

21 ოქტომბერი. 2017. 21:21


 

„მინდა, ძალიან დიდი მადლობა გითხრათ თითოეულ თქვენგანს თანადგომისთვის, მხარდაჭერისთვის, დაფასებისთვის და ჩვენ ერთად შევძლებთ, რომ ვიზეიმოთ გამარჯვებები იმ პრობლემებზე, რომელიც აქტუალურია დღეს ქალაქისთვის, რომელიც აწუხებს თბილისს და რომელიც აწუხებს თბილისელებს!" - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა. 


„მინდა, ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა თითოეულ თბილისელს, ჩვენს მხარდამჭერებს, ჩვენს თანამებრძოლებს. ჩვენ მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი გზა გამოვიარეთ. ძალიან ბევრი შეხვედრა გვქონდა მთელი ამ საარჩევნო კამპანიის მანძილზე და რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, დედაქალაქის მოსახლეობას აქვს ჩვენი იმედი. ჩვენ ყველა ვხედავთ იმ პრობლემებს, რომლებიც დღეს აქტუალურია ქალაქისთვის და ასევე, კარგად გვაქვს გააზრებული თუ რა უნდა გავაკეთოთ ხვალ, ზეგ, რომ ეს პრობლემები იქნას მოგვარებული. მინდა გითხრათ, რომ ამ ბრძოლაში თქვენ არ იქნებით მარტო. გქონდეთ ჩემი იმედი. ძალა ერთობაშია! ჩვენ ერთად შევძლებთ ამ პრობლემების მოგვარებას. ჩვენ, რა თქმა უნდა, დაველოდებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ხმების დათვლას და რამდენიმე დღეში უკვე შევუდგებით იმ პრობლემების მოგვარებას, რომელიც ქალაქისთვის აქტუალურია. კიდევ ერთხელ, გულწრფელად მინდა ძალიან დიდი მადლობა გითხრათ თითოეულ თქვენგანს თანადგომისთვის, მხარდაჭერისთვის, დაფასებისთვის და ჩვენ ერთად შევძლებთ, რომ ვიზეიმოთ გამარჯვებები იმ პრობლემებზე, რომელიც აქტუალურია დღეს ქალაქისთვის, რომელიც აწუხებს თბილისს და რომელიც აწუხებს თბილისელებს! მზად ვარ შრომისთვის, მზად ვარ იმისთვის, რომ ვემსახურო ჩემს ქალაქს, თბილისს, თბილისელებს! ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში გავაკეთებთ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს და ხვალინდელი თბილისი იქნება უკეთესი, სადაც ეკოლოგიური მდგომარეობა იქნება გამოსწორებული, სადაც ინფრასტრუქტურა იქნება მოწესრიგებული და კეთილმოწყობილი. საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება განახლებული. ჩვენ ვიზრუნებთ ჩვენს შვილებზე, ჩვენს მომავალ თაობებზე, რომ მათ შევუქმნათ ჯანსაღი გარემო. შესაბამისად, ამ ყველაფერში მე მაქვს თითოეული თქვენგანის თანადგომის იმედი, ჩემი თანაგუნდელების იმედი. ჩვენ ამას შევძლებთ მხოლოდ და მხოლოდ ძლიერი, პროფესიონალი, კომპეტენტური ადამიანებით დაკომპლექტებული გუნდით. ჩვენ ამას შევძლებთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან კარგი თანამშრომლობით. ჩვენ ამას შევძლებთ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან კარგი ურთიერთობით. ამ ყველაფერში თქვენი როლი არის განსაკუთრებული, თითოეული თბილისელის. ჩვენ ყველამ უნდა მოვახერხოთ თითო აგურის დადება ქალაქის განვითარებასა და წინსვლაში. ამის შესაძლებლობას ჩვენ მოგცემთ", - განაცხადა კალაძემ.







 


 

big_banner
არქივი