logo_geo
ცესკო არჩევნების პირველადი მონაცემების გამოქვეყნებას, სავარაუდოდ, 02:00 საათიდან დაიწყებს
- +

21 ოქტომბერი. 2017. 22:32

 


ცესკო-ს სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, ცესკო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველადი მონაცემების გამოქვეყნებას, სავარაუდოდ, 02:00 საათიდან დაიწყებს.


მისი თქმით, 3 სახის ბიულეტენია, რომელთა დათვლასაც დრო სჭირდება.


„2014 წლის გამოცდილებიდან თუ ვიმსჯელებთ და მოგეხსენებათ, რომ მაშინაც იყო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, პირველადი შედეგების გამოცხადება მოხერხდა 02:00 საათის შემდეგ. შესაბამისად, ვვარაუდობთ, რომ შესაძლებელია, ამ დროიდან დავიწყოთ შედეგების გამოცხადება", - განაცხადა ანა მიქელაძემ.

 








 

big_banner
არქივი