logo_geo
გიგა ბოკერია „ნაცმოძრაობის“ შესახებ: ეს არის სერიოზული შეცდომა
- +

24 ოქტომბერი. 2017. 16:28

„სრული პოლიტიკური უფლება გვაქვს, რომ ეს გადაწყვეტილება შევაფასოთ, როგორც სერიოზული შეცდომა“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით.

 

„ევროპული საქართველოს“ პოზიცია იყო და არის, რომ ჩვენ ვაპირებდით ნებისმიერი პროდასავლური კანდიდატის მხარდაჭერას მეორე ტურში. გაუგებარია, როცა ყველა ამას ვაპირებდით, ქუთაისი რატომ უნდა იყოს გამონაკლისი, სადაც ოპოზიციამ მეტი ხმის შეგროვება შეძლო. სამართლებრივად, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტია და ამაში ვერავინ ჩაერევა, თუმცა, მეორე ტურები მხოლოდ მათ არ მოუპოვებიათ - მთელმა ოპოზიციამ მოიპოვა“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

 

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობა“ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს.

big_banner
არქივი