logo_geo
ირმა ინაშვილი: როგორც ნდობის ჯგუფის წევრობის მსურველი, მზად ვარ, შემისწავლოს სუს-მა
- +

12 დეკემბერი. 2016. 15:59



ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების" ლიდერი ირმა ინაშვილი ადასტურებს, რომ ნდობის ჯგუფში საკუთარი ფრაქციიდან ის იქნება წარდგენილი.

 

„საქართველოს პატრიორტთა ალიანსი" იქნება ნდობის ჯგუფში წარმოდგენილი. ჩვენი ფრაქცია შეჯერდა და გადაწყვიტა, რომ მე დამასახელონ ნდობის ჯგუფში. მზად არის წარდგინება და ჩვენ წარვადგენთ ჩემს კანდიდატურას", - განაცხადა ინაშვილმა.


ამასთან, იგი მზად არის, შეამოწმოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, თუმცა მოითხოვს, რომ ასევე შემოწდნენ „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები.

 

„დღეს გაისმა, რომ სუს-მა უნდა შეისწავლოს კანდიდატების კონტაქტები, ბიოგრაფია, თუ რამდენად სანდოები არიან ნდობის ჯგუფში მონაწილეობისთვის. მზად ვარ, შემისწავლოს სუს-მა. მაგრამ სუს-მა ასევე უნდა შეისწავლოს „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატების კონტაქტები, გადაადგილებები, კონტაქტები რუსეთთან და გაარკვევს, ვინ არის რუსეთის აგენტი და ვინ არა. ვგულისხმობ მათ შორის ბოკერიასაც. მე არ მიმიყიდია ჩემი სატლევიზიო პროექტი „გაზპრომისთვის", - განაცხადა ინაშვილმა.

 

 

 


 

big_banner
არქივი