logo_geo
აკაკი ზოიძე: ნარკოტიკის მოხმარება რჩება დასჯადი, უბრალოდ...
- +

8 ნოემბერი. 2017. 13:59


 

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ნარკოტიკის მოხმარება რჩება დასჯადი, უბრალოდ, დადგენილი ოდენობის ფარგლებში დასჯის ფორმა იქნება ადმინისტრაციული და არა საპატიმრო.


„ჩვენ ბევრ კოლეგას ისევე როგორც საზოგადოების ბევრ წევრს, არასწორი წარმოდგენა აქვს თუ რას ეხება ეს ცვლილებები, რომელიც არის შემოთავაზებული. ხშირ შემთხვევაში ჩვენს კოლეგებს ეშლებათ ლეგალიზაცია დეკრიმინალიზაციაში, რადგან სპეციალისტები არ არიან. ნარკოტიკის მოხმარება რჩება დასჯადი, უბრალოდ დასჯის ფორმა იქნება ადმინისტრაციული დადგენილი ოდენობის ფარგლებში და არა საპატიმრო. კანონპროექტი არ გულისხმობს, რომ ამით ხდება მოხმარების წახალისება ან გასაღებაზე ზომების შემცირება. ეს საკანონმდებლო პაკეტი გარკვეული მიმართულებებით გულისხმობს გამკაცრებასაც. მაგალითად, სააფთიაქო ნარკომანია გაუტოლდება ნარკოტიკულ დანაშაულს, რაც ჩემი აზრით, გამოიწვევს მნიშვნელოვან პრევენციულ ეფექტს", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.








 

big_banner
არქივი