logo_geo
მარია გაბრიელი: კარგი სიახლე საქართველოს მოქალაქეებისთვის...
- +

13 დეკემბერი. 2016. 22:21




ევროპარლამენტის წევრი, „ევროპის სახალხო პარტიის" ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი მარია გაბრიელი twitter-ის  პირად გვერდზე  წერს,  „კარგი სიახლე: ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას ევროკავშირის საბჭოსთან საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის საკითხზე. ერთობლივი ვალდებულება რაც შეიძლება მალე უნდა შესრულდეს".


რამდენიმე საათის წინ ასევე ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, სლოვაკეთის twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ ინფორმაცია


„კარგი სიახლე საქართველოს მოქალაქეებისთვის: ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის მიღწეულია პოლიტიკური შეთანხმება ვიზალიბერალიზაციის საკითხზე. შემდეგი ნაბიჯი ევროკავშირის საბჭოა", - ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, სლოვაკეთის გამოქვეყნებულ განცხადებაში.



 

big_banner
არქივი