logo_geo
მიხეილ გიორგაძე: სპორტისა და კულტურის სამინისტროების საშტატო განრიგი თავიდან გადაიხედება
- +

16 ნოემბერი. 2017. 14:31



კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე სპორტისა და კულტურის სამინისტროს შეერთების შედეგად, საშტატო ცვლილებებს გამოეხმაურა.


მისი განცხადებით, უწყება დაახლოებით ერთ კვირაში საბოლოო ხედვების ჩამოყალიბებას შეძლებას.


„თითოეულ ადამიანზე ფუნქციების გადანაწილების შემდეგ, ჩვენ ვნახავთ როგორც რაოდენობრივად, ისე უწყებრივად, სად, როგორ, რამდენი შტატი შეიძლება შემცირდეს.

არ ვგულისხმობ, რომ მხოლოდ სპორტის სამინისტროს საშტატო განრიგზე აისახება ეს. ბუნებრივია, რომ ჩვენ თუ ერთიანი უწყების ლოგიკაში განვიხილავთ ამას, ორივე საშტატო განრიგი თავიდან გადაიხედება. ვფიქრობ, რომ ამასთან დაკავშირებით, ერთი კვირის თავზე მზად უნდა ვიყოთ, საბოლოოდ ჩვენი ხედვები ჩამოვაყალიბოთ", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

 








 

big_banner
არქივი