logo_geo
უკრაინის უშიშროების სამსახურმა ქვეყნიდან საქართველოს 8 მოქალაქე გამოაძევა
- +

18 ნოემბერი. 2017. 11:44



უკრაინის უშიშროების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები, რომელთა საქმიანობაც ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს ეწინააღმდეგება, უკრაინის ტერიტორიიდან არიან გაძევებულები.


„17 ნოემბერს უკრაინის უშიშროების სამსახურის, ეროვნული პოლიციის, სახელმწიფო საიმიგრაციო და სასაზღვრო სამსახურების მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, სამშობლოში იძულებით არის გაძევებული საქართველოს 8 მოქალაქე", - ნათქვამია უკრაინის უშიშროების სამსახურის განცხადებაში.


გადაწყვეტილება მიღებულია სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურისა და ეროვნული პოლიციის მასალებზე დაყრდნობით, საიდანაც ირკვევა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქმიანობა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს ეწინააღმდეგება.








 

big_banner
არქივი