logo_geo
მამუკა მდინარაძე: საქართველო არის და დარჩება უსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვალში!
- +

22 ნოემბერი. 2017. 21:17


 

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ გმირი სპეცრაზმელის დაღუპვის გამო. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს და მთელ საქართველოს", - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.  მდინარაძემ მედიისთვის გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე პოლიტიკოსებს, ექსპერტებს მოუწოდა, ყველა განცხადება გაათვითცნობიერონ.


„რაც შეეხება სპეცოპერაციის დეტალებს, ამაზე საუბრობენ შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლები. დარწმუნებული ვართ, რომ თუ გამოძიების ინტერესებს პრობლემა არ შეექმნება, ისინი დეტალებს გაამჟღავნებენ და გამოძიების შედეგად ბევრი დეტალი გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სპეცოპერაციის დროს მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის ხარისხი ყველა სამსახურის მწყობრი და შეთანხმებული მუშაობის შედეგად უმაღლეს დონეზე იყო აყვანილი. ამის გამო, რა თქმა უნდა, კიდევ დიდ მადლობას ვუხდით სამართალდამცავ ორგანოებს. ჩვენი მხრიდან გვინდა შევუერთდეთ პრემიერ-მინისტრის მოწოდებას და გვინდა, მოვუწოდოთ პოლიტიკოსებს თუ ექსპერტებს, თავი შეიკავონ ნაჩქარევი და პოპულისტური განცხადებებისგან. მოცემულ სიტუაციაში საქმე ეხება არა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის, არამედ ქვეყნის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებს. ყველას ვთხოვთ, გაათვითცნობიერონ თავიანთი განცხადებების ნეგატიური მოსალოდნელი შედეგები, თითოეული განცხადების თუ ფრაზის. საქართველო არის და დარჩება უსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვალში. ქართული სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, რომ ამ უმაღლეს სიკეთეს არანაირი საფრთხე არ დაემუქროს", - განაცხადა მდინარაძემ.






 


 

big_banner
არქივი