logo_geo
კახა კალაძე: ციხეში არ უნდა მიდიოდნენ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მარიხუანის მოწევა არის კარგი...
- +

30 ნოემბერი. 2017. 21:36


 

„მარიხუანის მოწევის გამო ადამიანები ციხეში არ უნდა მიდიოდნენ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მარიხუანის მოწევა არის კარგი",- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მარიხუანის დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.


„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ჯანსაღი ცხოვრების განვითარებას ქვეყანაში. მე ვიქნები ადამიანი, რომელიც პოპულარიზაციას გაუწევს ჯანსაღი ცხოვრების წესს. მჯერა, რომ ბევრი ახალგაზრდა ამყვება ამ ყველაფერში",- განაცხადა კალაძემ.


შეგახსენებთ, დღევანდელი გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გააუქმა.









 

big_banner
არქივი