logo_geo
გოგა ხაინდრავა: სააკაშვილის ფსევდოდასავლურობა დასრულდა
- +

6 დეკემბერი. 2017. 16:10



რეჟისორ გოგა ხაინდრავას განცხადებით, ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებულმა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა აჩვენა, რომ სააკაშვილის ევროპელობა და ფსევდოდასავლურობა დასრულებულია.


„პირველთან" საუბარში ხაინდრავამ აღნიშნა, რომ დროა საქართველოს ექს-პრეზიდენტის რეალური სახე ყველამ დაინახოს და კუკუმალობანას თამაში შეწყდეს.


„სააკაშვილი, როგორც თავისი ბიძა და როგორც თავისი ცოლი ყოველთვის იყვნენ რუსეთის აგენტები. საქართველოში ეს ყველაფერი კარგად გამოჩნდა და დღეს უკრაინაშიც კარგად ჩანს.  მისი ევროპელობა და ფსევდოდასავლურობა დიდი ხანია დასრულდა. თუნდაც ის ფაქტი ამას არ მოწმობს, რომ მხარდაჭერებიც რუსეთში ჰყავს, მაგალითად, ჟირინოვსკიმ მხარი დაუჭირა. მოკლედ, სურათი ნათელია და თუ ვინმეს უნდა, კუკუდამალობანას თამაში ითამაშოს, მაგრამ ფაქტი ერთია", - განაცხადა ხაინდრავამ.


უკრაინის გენერალური პროკურატურა ოდესის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს ბრალს სამი მუხლით უყენებს. ამის შესახებ გენპროკურორის პრესმდივანმა ლარისა სარგანმა განაცხადა სააკაშვილს ბრალი შემდეგი მუხლებით წაუყენეს: „თავდასხმა", „დანაშაულის ჩადენა ჯგუფურად" და „დანაშაულებრივი ჯგუფისთვის დახმარების გაწევა და მისი დანაშაულის დაფარვა".


„სააკაშვილის ძებნა უკრაინის ეროვნული პოლიციის ოპერატიულ ქვედანაყოფებს და უშიშროების სამსახურს დაევალა", - აცხადებს ლარისა სარგანი.


უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ სააკაშვილზე ძებნა გუშინ გამოაცხადა. საქართველოს ექს-პრეზიდენტის ადვოკატმა დღეს განაცხადა, რომ სააკაშვილი დაკითხვაზე არ მივა.










 

big_banner
არქივი