logo_geo
„სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს...“ - პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის საგანგებო განცხადება
- +

16 დეკემბერი. 2016. 16:46




„სამწუხაროდ, გახშირდა ადამიანებისთვის მგრძნობიარე და მტკივნეული თემების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება - სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები, ამა თუ იმ ინფორმაციას, საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად, მიზანმიმართულად ამახინჯებენ", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.


როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას სავალუტო კურსის დავიწყებისკენ მოუწოდა.


„პრემიერ-მინისტრმა წარმოადგინა კონკრეტული გეგმა და ნაბიჯები, რომელთა რეალიზაციის შედეგად ჩვენი მოსახლეობა აღარ იქნება ყოველდღიურად დამოკიდებული სავალუტო კურსის ცვლილებაზე.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ქვეყანაში არსებული გამოწვევებისა და რთული სოციალური ფონის გათვალისწინებით, საუბრობს იმაზე, რომ საქართველოს, თავისი ეკონომიკური განვითარების დინამიკისა და ქვეყნის განვითარების დონიდან გამომდინარე, აქვს შესაძლებლობა, მისი ეკონომიკა იყოს უკეთეს მდგომარეობაში, რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით", - ნათქვამია პრემიერის პრესსამსახურის განცხადებაში.




 

big_banner
არქივი